пятница, 30 марта 2018 г.

სახალისო ამოცანები. I I კლასი


  1)          გურამმა   შოკოლადის  ფილა    გადატეხა   3   ნაწილად.    შემდეგ    ერთი  ნაწილი  კვლავ  გადატეხა  3  ნაწილადსულ  რამდენი  ნატეხი  აქვს  ახლა  გურამს   
  2)          შოკოლადის  ფილას   აქვს  ასეთი  სახე:
რამდენი  გადატეხვა  უნდა  შევასრულოთრომ  ის  8  ნაწილად  დავყოთ?
   3)          შოკოლადის  ფილას   აქვს  ასეთი  სახე:
რამდენი  გადატეხვა  უნდა  შევასრულოთრომ  ის  8  ნაწილად  დავყოთ?
  4)          ოთხი    ობობა   მოეწყო    წრეზე.    თითოელმა    ჩაჭიდა  ერთი  ფეხი   თავისი   მეზობელის  ფეხსრამდენი   ფეხი   აღმოჩნდება  თავისუფალი?
 

  5)           რამოდენიმე ბიჭი და გოგონა  დგას წრეზენინო  დგას  კოტედან  მეოთხე ადგილას,   რომელი  მხარიდანაც  არ  უნდა   გადავთვალოთ.   რამდენი  ბავშვი  დგას  წრეზე?
  6)            რამოდენიმე ბიჭი და გოგონა  დგას წრეზეილიას მარცხნიდან  მეხუთე   ადგილზე  არის  იგივე    ბავშვი რომელიც     მარჯვნიდან   მეორე   ადგილას.   რამდენი   ბავშვი         დგას  წრეზე?
  7)          წრეზე  დგას  8  ბავშვი  და   ერთმანეთს  ესვრიან  ბურთს  ერთი  ბავშვის  გამოტოვებით.     პირველად    ბურთი  ისროლა    ეკამ.  მიიღებსთუ  არა   როდესმე  ბურთს   ნიკარომელიცდგას  ეკას  გვერდით?
  8)           წრეზე  დგას  9  ბავშვი  და   ერთმანეთს  ესვრიან  ბურთს  ერთი ბავშვის    გამოტოვებით.     პირველად    ბურთი  ისროლა    ლელამ. მიიღებსთუ  არა   როდესმე  ბურთს   ნანარომელიცდგას  ეკას  გვერდით?

  9)     დედამ  ალეკოს  შესთავაზა  ასარჩევად  ვაშლიმსხალი  და  ქლიავიალეკომ  გადაწყვიტა  აერჩია  მხოლოდ  ორი  ხილიროგორ  შეუძლია მას  ეს  არჩევანი  განახორციელოს?
  10)       კატოს  აქვს  სამი  სხვადასხვა  სახეობის  კამფეტიკარამელის  შოკოლადის  და  ირისის.   რა  თანმიმდევრობით  შეუძლია  მას  ისინი  მიირთვას?
111) ვინი პუჰს სურს სამ განსხვავებულ ჩარჩოშიწრიულშიოვალურში  და  კვადრატულში,   ჩასვას  პუტკუნასვეფხვის  და   კენგურუს  სურათებირამდენი  ხერხით  შეუძლია  მას  ეს  გააკეთოს?
112)   რამდენნაირი    ხერხით   შეგვიძლია   გავუნაწილოთვაშლი,   მსხალი   და  ფორთოხალი    სამ   ბავშვსანას,   ეკას    და   ლანას?
113)      გაყიდვაშია  3  სახეობის  ნაყინიჭიქისკონუსური  და ესკიმოთაკომ  და  ნინომ  იყიდეს  თითოთითო  ნაყინი.   როგორი  შემთხვევებია  შესაძლებელი?
  14)    მამას  სურს  შვილისთვის  იყიდოს  ზღაპრების  წიგნებიმაღაზიაში  გაყიდვაში  არის   შემდეგი   ზღაპრის  წიგნები:   წითელქუდა,   ფიფქიაგარეული  გედებინაცარქექია  და  ბოთლის  ჯინიერთი   წიგნი  ღირს  10  ლარი.   მამას  აქვს  მხოლოდ  40  ლარი.   რამდენი   ხერით  შეუძლია  მას  ამ  თანხის  განაწილება  წიგნებზე?
15)       ყუთში  აწყვია  4  შავი  და  6  რუხი  წინდაელენე  სიბნელეში  იღებს  წინდებს  ყუთიდანრამდენი  წინდა  (ყველაზე  მცირეუნდა  ამოიღოს  მანრომ  ორი  მათგანი  აუცილებლად  აღმოჩნდეს  ერთი  ფერის.
16)        ყუთში  აწყვია  4  შავი,  6  რუხი  და  4  ყავისფერი  წინდა.   ვასილი   სიბნელეში  იღებს  ყუთიდან  წინდებსსულ  მცირე  რამდენი  წინდა  უნდა  ამოიღოს  მანრომ  ორი  მათგანი  აღმოჩნდეს  ერთი  ფერის?  
17)   რამოდენიმე ორბორბლიან ველოსიპედს 10 ბორბალი აქვს. რამდენია  ველოსიპედების  რაოდენობა?
18)          გალიაში  არიან    კურდღლები  და  წიწილებიმათ  აქვთ  4  თავი  და  10  ფეხირამდენია  კურდღელი  და  რამდენია   წიწილა?
19)         გალიიდან  ამოიყვანეს  3  კურდღელი  და  ჩასვეს  3  წიწილაროგორ  შეიცვალა  ფეხების  რაოდენობა  გალიაში?
20)         გოგონას  აქვს  8  ნაწნავიზოგს  აქვს  1  ნაწნავიზოგს — 2.  რამდენ  გოგონას  აქვს  2  ნაწნავი?
21)        ზოოპარკში  არის  5  აქლემიერთკუზიანები  და  ორკუზიანებიმათ  აქვთ  სულ  7  კუზირამდენია  ერთკუზიანი  აქლემი  ზოოპარკში?
22)        ქილაში   ზიან  ხოჭოები  და  ობობები.   მათ  აქვთ  სულ  5  თავი  და  36  ფეხირამდენი  ხოჭოა  და  რამდენი  ობობაა  ქილაში?
23)         10  ველოსიპედს  აქვს  27  ბორბალიამ  ველოსიპედებიდან  რამდენია  ორბორბლიანი  და  რამდენია  სამბორბლიანი?
24)        გალიაში  არიან  კურდღლები  და  წიწილები.    სულ  მათ  აქვთ  10  თავი  და  24  ფეხირამდენი  კურდღელი  და  რამდენი  წიწილაა  გალიაში?
25)        ავტოსადგომზე  დგას  მსუბუქი  და  სატვირთო  ავტომანქანებისულ  5  ცალიმსუბუქ  ავტომანქანას  აქვს  4  ბორბალიხოლო  სატვირთოს — 6,  ხოლო  ამ  ავტომობილებს  სულ  აქვთ  26  ბორბალი.   რამდენი   მსუბუქი  და  რამდენი  სატვირთიო  ავტომობილია  ავტოსადგომზე?
26)         მაღაზიის  მახლობლად   დგას  რამდენიმე   მსუბუქი  ავტომობილი  და  რამდენიმე  ველოსიპედისულ  მათი  რაოდენობაა  5,  ხოლო  მათი  ბორბლების  რაოდენობაა   14.   რამდენი  ველოსიპედი  დგას  მაღაზიასთან?
27)        მაღაზიაში   ერთი  სახეობის   ერთი  პორცია  პიცა   ღირს  4  ლარიხოლო  მეორე  სახეობის   ერთი  პორცია  პიცა — 6  ლარირეზომ  5  პორცია  პიცა  იყიდა  და  გადაიხადა  28  ლარი.   თითოეული   სახეობის  რამდენი  პორცია  პიცა  იყიდა  მან?
28)         იყიდეს  2  და  3  ლარიანი   4  რვეულიმათში  გადაიხადეს  9  ლარირომელი  რამდენი  რვეული  იყიდეს?
29)        იყიდეს  4  ლარიანი  და  5  ლარიანი   წიგნებისულ   5  წიგნი. მათში  გადაიხადეს  22 ლარი.   რამდენი  4  ლარიანი  და  რამდნი  5  ლარიანი  წიგნი  იყიდეს?
30)      კნუტს  აქვს  18  თითი   (5  თითი  წინა  თათებზე  და  4  თითი  უკანა  თათებზე),   ლეკვს  კი — 20  თითი.  5  ცალ  კნუტსა   და   ლეკვს  აქვს  96  თითირამდენია  მათ  შორის  კნუტი?
31)   გადახაზეთ  რვეულში:
 



       

          

შეეცადე,    გააკეთო   დამოუკიდებლად!
32)   გადახატე   ეს  გამოსახულებები  ისე,   როგორც  ის  გამოჩნდება  სარკეში.


     
33)       სურათზე  მოცემულია  გოგონას  გამოსახულება  სარკეში.  რომელ  მხარეს  აქვს  კაბას  ჯიბე  დაკერებული  სინამდვილეში?
34)       რომელ  მხარეს  გამოჩნდება  სარკეში  თაიგული?  რომელი  ხელი  გამოჩნდება  სარკეში  აწეული,  მარჯვენა,  თუ  მარცხენა?
        
35)        ხაზის  მარჯვნივ  დახაზე  ისე,  როგორც  გამოჩნდება  სარკეში.
 


 
        
36)      რა ციფრები  ჩანს  სარკეში?




  
37)       თხა   დაბმულია  1  მეტრი  (100  სმ)  სიგრძის  თოკით,   დახატე  მიწის  ის  ნაწილი,  რომელზეც  თხა  შეძლებს  ბალახის  შეჭმას.
38)     ძაღლი  ბობი  3  წლისაა,  ხოლო   მისი  ასაკი  კატა  მაშას   ასაკთან   ერთად   არის   5   წელი.   რამდენი  წლისანი  იყვნენ  ისინი  1  წლის  უკან?  რამდენი  წლისანი  იქნებიან  1  წლის  შემდეგ?
39)      ლეკვის,  კნუტისა  და  თუთიყუშის  ასაკთა  ჯამია   8  წელი.   რამდენი  წლისანი  იყვნენ  ისინი  ერთად  1  წლის  უკან?  რამდენი  წლისანი   იქნებიან  1  წლის  შემდეგ?
40)       ნინი,  ნატო  და  ნანა  ერთად  არიან  10  წლის.  რამდენი  იქნება   მათი  ასაკი  ერთად  2  წლის  შემდეგ?
41)       ოჯახში  ცხოვრობენ  დედა,  მამა  და  ორი  შვილი:  3  და  6  წლისანი.  რამდენი  წლით  ნაკლები  იქნებოდა  მათი  ჯამური  ასაკი    2  წლის უკან?    4   წლის  უკან?
42)      კვერცხის  თოლხოდ  მოსახარშად  საჭიროა  2  წუთი.  რამდენ  წუთში  მოიხარშება  ერთ  ჭურჭელში  თოლხოდ  ორი  კვერცხი? 
43)      სადღესასწაულო  სანთელი  იწვის  4  წუთის  განმავლობაში.  მანანას  დაბადების  დღეზე  ტორტზე  დაამაგრეს  7  სანთელი  და  არ  მიირთვეს   ტორტი  სანამ  არ  ჩაიწვა  ყველა  სანთელი.   რამდენ  ხანს  უცდიდნენ  ბავშვები  სანთლების  დაწვას?
44)       ხოჭო მიღოთავს  კედელზე,  რომლის  სიმაღლეა  3 მეტრი.
ყოველ  დღე  ის   მიიწევს  ზემოთ  2  მეტრით,  ხოლო  ყოველ  ღამით  ეშვება  დაბლა  1  მეტრით.  რამდენ  დღეში  მიაღწევს  ის  კედლის  ზედა  ნაპირთან?
45)        ლოკოკინა  მიძვრება  5  მეტრი  სიმაღლის  ბოძზე.  ყოველ  დღე   ის   მიიწევს  2  მეტრით,    ხოლო    ყოველ       ღამით    ეშვება   1   მეტრით.    რამდენ   დღეში  მიაღწევს  ის ბოძის წვერთან?
46)        ვანო  დგას  მწყობრში  ხაზზე   მარცხნიდან  მეხუთე.  მერამდენეა  ის  მარჯვნიდან,  თუ  მწყობრში  7  ადამიანია?
47)        საბა  დგას  კოლონაში  მეოთხე.  რამდენი  ადამიანი  დგას  საბას  უკან,  თუ  კოლონაში  სულ  8  ადამიანია?
48)      კიბე   შედგება  7  საფეხურისაგან.  რომელ  საფეხურზე  უნდა  დავდგეთ,  რომ  ვიყოთ  შუაში?
49)      მარინე  და  ირინე  არიან  დები.  მეტი  და  მათ  არ  ჰყავთ.  მარინეს  ჰყავს  2  ძმა  და  ირინესაც   ჰყავს  2  ძმა.  რამდენი  ბავშვია  მათ  ოჯახში?
50)      სამ  ძმას  ერთად  აქვს  9  ფანქარი.  უმცროსს  აქვს  ერთი  ფანქრით  ნაკლები  და  უფროსს  აქვს  ერთი  ფანქრით  მეტი,  ვიდრე  შუათანას.    
        ა.   რამდენი  ფანქარი  აქვს  უცროსს?
        ბ.   რამდენი  ფანქარი  აქვს  უფროსს?
51)        ანამ,  ბორისმა,  ბელამ  და  გელამ   ერთად  დაიჭირეს  10  თევზი,  ამასთან  ყოველმა  ბავშვმა  დაიჭირა  განსხვავებული  რაოდენობა  თევზებისა.  ანამ  დაიჭირა  ყველაზე  მეტი,  ხოლო  ბელამ — ყველაზე  ცოტა.  რამდენი  დაიჭირა  ანამ?  რამდენი  დაიჭირა  ბელამ?
52)       კატოს  აქვს  6  თოჯინა  და  მარიამსაც  აქვს  6  თოჯინა.  კატომ  ორი  თოჯინა  აჩუქა   მარიამს.   რამდენი  თოჯინით  მეტი  აქვს  მარიამს  კატოსთან  შედარებით?
53)      ორ  ძმას  ერთად  აქვთ  100  მარკა.  უფროსმა  აჩუქა  უმცროსს  20  მარკა  და  მათ  მარკების  რაოდენობა  გაუთანაბრდათ?  რამდენი  მარკა  ჰქონდა  თითოეულ  ძმას  თავიდან?
54)       ორ  თაროზე  ეწყო  წიგნები  თანაბრად.  ემზარმა  აიღო  ქვედა  თაროდან  15  წიგნი  და  დააწყო  ისინი  ზედა  თაროზე. რამდენი  წიგნით  ნაკლები  გახდა  ქვედა  თაროზე?
55)       სალომე  ზის  წინიდან   მეორე,   ხოლო  უკნიდან  მეოთხე მერხზე.  რამდენი  მერხია  მის  რიგში?
56)    რამდენს  იწონის?







                                                                                         
57)      სამი  მონეტიდან  ერთი  ყალბია — უფრო  მჩატე.  თეფშებიანი  სასწორის  გამოყენებით  გირების  გარეშე  როგორ  გავიგოთ  რომელია  ყალბი  მონეტა?
58)       ჩაის  ჭიქაში  გახსნეს  10  გ  შაქარი.  ელზამ  დალია  ნახევარი  ჭიქა.  რამდენი  შაქარი  მიურთმევია  მას?
59)      ორ  ერთნაირ  ჭურჭელში  ეტევა  10  ლიტრი  წყალი.  რამდენი  ლიტრი   წყალი  ეტევა  4  ასეთ   ჭურჭელში?
60)      ძმამ  უთხრა  დას:  „მომეცი  5  თეთრი  და  ჩვენ   ერთნაირი  თანხა  გაგვიხდება.  რამდენი  თეთრით  ნაკლები  ჰქონდა  ძმას  დასთან  შედარებით?
61)      ძმას  და  დას  ფული  ჰქონდათ  თანაბრად?  ძმამ  მისცა  დას  10  თეთრი.  რამდენით  მეტი  ფული  გაუხდა  დას?
62)      სახლში  არის  5  სართული.  რომანი  ცხოვრობს  მეორე  სართულზე,  თუ  დავითვლით  ქვემოდან,  ხოლო  პეტრე  ცხოვრობს  მეოთხე  სართულზე,  თუ  დავითვლით  ზემოდან.  რომელი  ცხოვრობს  უფრო  მაღლა,  რომანი  თუ  პეტრე? 
63)     ცხრასართულიან  სახლში  მეექვსე  სართული,  რომელი  სართული  იქნება,  თუ  დავითვლით   ზემოდან?
64)      რომელი  სართული  იქნება  ზემოდან  20  სართულიანი  სახლის  მესამე  სართული?
65)       გოგიტა  ცხოვრობს  სართულზე,  რომელიც  არის  მეხუთე  ზემოდანაც  და  ქვემოდანაც.  რამდენსართულიანია  გოგიტას  სახლი?
66)      ივანე  ცხოვრობს  12  სართულიან  სახლში  ზემოდან  მეცხრე  სართულზე.  რომელ  სართულზე  ცხოვრობა  ივანე?
67)      ილია  ცხოვრობს  16  სართულიან  სახლში  მერვე  სართულზე.  ზემოდან  რომელ  სართულზე  ცხოვრობს  ილია?
68)     10   ვაგონიან  მატარებელში  შევიდა  ორი  მეგობარი.  ერთი  მეგობარი  მოთავსდა  წინიდან  მეხუთე  ვაგონში,  ხოლო  მეორე — უკნიდან  მეხუთე  ვაგონში.  ერთსადაიმავე  ვაგონში  მოთავსდნენ  თუ  არა  მეგობრები?
69)     მატარებელი  შედგება  8   ვაგონისაგან.  ერთი  მეგობარი  შევიდა   ბოლოდან  მესამე  ვაგონში,  ხოლო  მეორე — წინიდან  მეოთხე  ვაგონში.  აღმოჩნდებოდნენ თუ არა ისინი  ერთსადაიმავე  ვაგონში?
70)       ანა,  ლანა  და  ნანა  ცხოვრობენ  ერთ  სადარბაზოში.  ანა  პირველ  სართულზე,  ლანა — მესამეზე,  ხოლო  ნანა — მეცხრეზე.  რამდენჯერ  გრძელია  გზა  ლანადან  ნანამდე,  ანადან  ლანამდე  გზასთან  შედარებით?
71)       ორ  თაროზე  იდო  9  წიგნი.  თითოეულ  თაროზე  დადეს  იმდენივე  წიგნი,  რამდენიც  მასზე  იყო.  ამის  შემდეგ  რამდენი  წიგნი  გახდება  ორივე  თაროზე  ერთად?
72)    ორ  თაროზე  ერთად  იდო  15  წიგნი.  ყოველ  თაროზე  დადეს  იმდენი წიგნი,  რამდენიც  იდო  მეორე  თაროზე.  რამდენი  წიგნი  გახდება  ორივე  თაროზე  ერთად  ამის  შემდეგ?
73)      8 მარტს  კატოს,  ანას  და  ბარბარეს  აჩუქეს  სათამაშო  დათუნია,  კვიცი  და  კურდღელი.  კატოს არ აჩუქეს  კურდღელი,  ბარბარეს — არც  კურდღელი,  არც  დათუნია,  ვის  რომელი  სთამაშო  შეხვდა  საჩუქრად?
74)     თუ  ღამის  12  სათზე  წვიმს,  მაშინ  შეიძლება  თუ  არა  ვივარაუდოთ,  რომ  24  საათში  იქნება  მზიანი  ამინდი?
75)     კატომ  ერთ  თვეში  წაიკითხა  3  წიგნით  მეტი,  ვიგრე  თამილამ  და  2  წიგნით  ნაკლები,  ვიდრე  დათამ.  სულ  მათ  წაიკითხეს  20  წიგნი.  რამდენი  წიგნი  წაიკითხა  თითოეულმა  ცალ-ცალკე?
76)      ოჯახში  3  ძმაა.  ყოველი   შემდგომი  წინა  ძმაზე  არის  3  წლით  უმცროსი.  მათი  ასაკების  ჯამი  კი  არის  15.  რამდენი  წლისაა  თითოეული?
77)     თოკის  ერთ  ადგილას  გადაჭრას  სჭირდება  10  წამი.  რამდენი  წამია  საჭირო  თოკის  7  ნაწილად  დასაჭრელად?
78)         მორის 2 ნაწილად   გადახერხვა  30 თეთრი  ღირს. რა  ეღირება   მორის   4    ნაწილად    გადახერხვა?
79)     4  კილოგრამი  ხილისაგან  მიიღება  1  კილოგრამი  ჩირი.  რამდენი  კილოგრამი  ჩირი  მიიღება  12  კილოგრამი  ხილისაგან?
80)       ცურვაზე  დადის  20  პირველკლასელი  მოსწავლე.  მათგან  კროლს  სწავლობს  9,  ხოლო  ბრასს 14.  რამდენი  სწავლობს  კროლსაც  და  ბრასსაც?
81)   კლასის  მოსწავლეთაგან  19  დადის  ფეხბურთზე,  ხოლო  15  კალათბურთზე.  რამდენი  მოსწავლე  დადის  ფეხბურთზეც  და  კალათბურთზეც,  თუ  კლასში  30  მოსწავლე  ირიცხება?  რამდენი დადის მხოლოდ ფეხბურთზე?  რამდენი – მხოლოდ კალათბურთზე?    
82)         სამი  რიცხვის  ჯამია 80. პირველის და მეორის ჯამი არის 60, ხოლო  პირველის და მესამის ჯამია 20.  იპოვეთ ეს რიცხვები.
83)     დაყავით  3  ტოლ  ფიგურად
     ა)  
       ბ)    
84)    დაყავით  4   ტოლ  ფიგურად  ორი  ხერხით













1 комментарий:

  1. Bet on Roulette Online at ChoGiocasino
    ChoGiocasino is a trusted online casino with 인카지노 online games for real 카지노 money. Get your free หารายได้เสริม welcome bonus and get started today!

    ОтветитьУдалить