გონების ვარჯიში

I  კლასი

II  კლასი

III  კლასი


ამოცანა 1. რამდენი  სამნიშნა  რიცხვი  არსებობს,  რომელთა  ციფრებია  1, 2 ან 3.
პასუხი:  27.

ამოცანა 2. დავითმა  იპოვა  1  სოკო,  ნიკოლოზმა 2, ხოლო  საბამ 3.  დედამ  მათ  მისცა  18  თხილი  და  მათ  დამსახურების  მიხედვით  გაუნაწილა.  რამდენი  თხილი  მიიღო  თოთოეულმა?
პასუხი:  დავითმა 3,  ნიკოლოზმა 6,  საბამ 9 .

ამოცანა 3.  სამი  მონეტიდან  ერთი  ყალბია.  ის  ნამდვილი  მონეტისაგან  გარეგნულად  არ  განსხვავდება,  მაგრამ  მასზე  ოდნავ  მძიმეა.  ჩვენ  გვაქვს  პინებიანი  სასწორი  საწონების  გარეშე.  ერთი  აწონვით  როგორ  გავიგოთ,  რომელი  მონეტაა  ყალბი?

ამოცანა 4.  შეეცადე  გაიგო,  როგორ  არის  შედგენილი  ეს  მიმდევრობა:  720, 360, 120, 30.  დაწერე  კიდევ  ორი  წევრი.
პასუხი: 6  და 1. 

ამოცანა 5.  მამა  შვილზე  30  წლით  უფროსია.  შენარჩუნდება  თუ  არა  ეს  თანაფარდობა  მომავალ  წელს?
პასუხი:  შენარჩუნდება.

ამოცანა 6.  ავტოფარეხსი  დგას  750  ავტომობილი.  თითოეულ  სატვირთო  ავტომობილს  აქვს  6  საბურავი,  ხოლო  მსუბუქ  ავტომობილს 4  საბურავი.  რამდენი  სატვირთო  და  რამდენი  მსუბუქი  ავტომობილია  ავტოფარეხში,  თუ  სულ  არის  3024  საბურავი.
  პასუხი:  12   სატვირთო  და  738  მსუბუქი.

ამოცანა 7.  რამდენი  სამნიშნა  რიცხვი  არსებობს,  რომელთა  ციფრები  კენტია  და  იცინი  არ  მეორდებიან  რიცხვში.
  პასუხი: 60.

ამოცანა 8.  გზა,  რომელიც  ტურისტებმა  ორშაბათს  გაიარეს,  რუკაზე  გამოსახულია  3  სმ-იანი  მონაკვეთით,  ხოლო  გზა,  რომელიც  გაიარეს  სამშაბათს, – 15  მმ-იანი  მონაკვეთით.  რომელ  დღეს  გაიარეს  მეტი  გზა  და  რამდენჯერ?
პასუხი:  ორშაბათს  გაიარეს  2-ჯერ  მეტი  გზა.  

ამოცანა 9. ჯოჯამ  თავისი  განძეული  გაანაწილა  სხვადასხვა  ფერის  სამ  სკივრში:  ერთში – ძვირფასი  ქვები,  მეორეში – ოქროს  მონეტები,  ხოლო  მესამეში – მაგიური წიგნები.  მას  ახსოვდა,  რომ  წითელი  სკივრიიყო  ქვებიანის  მარჯვნივ,  და  რომ   წიგნებიანი  იყო  წითელი  სკივრის  მარჯვნივ.  რომელ  სკივრში  ეწყო  წიგნები,  თუ  მწვანე  სკივრი  მდებარეობსლურჯის  მარჯვნივ.
  პასუხი: ლურჯში.

  ამოცანა 9. 15  კნუტს  შორის  8  წითურია  და 7  ფუმფულა,  და  სხვანაირები  არ  არიან.  არის,  თუ  არა  ამ  კატებს  შორის  თუნდაც  ერთი  ერთდროულად  წითურიც  და  ფუმფულაც?
  პასუხი:  არა. 

ამოცანა 10.  1996  წლის  პირველი  თებერვალი  იყო  ხუთშაბათი.  კვირის  რომელი  დღე  იქნებოდა  პირველი  მარტი?
 პასუხი:  პარასკევი.

ამოცანა 11.  კენტი  ციფრებისაგან  შედგენილი  რამდენი  სამნიშნა  რიცხვი  არსებობს,  რომელთა  ციფრები  განსხვავებულია.
 პასუხი: 48.

ამოცანა 12.  რუქის  მასშტაბია  1: 300 000.  რამდენ  კილომეტრს  ნიშნავს  ამ  რუკის  1 სმ?
 პასუხი:  3 კმ.

ამოცანა 13.  დედამ  თავის  სამ  შვილს  სადილად  სასადილი  ოთახის  მაგიდაზე  პელმენები  დაახვედრა,  რათა  მათ  ისინი  სკოლიდან  დაბრუნების  შემდეგ  მიერთვათ.  როდესაც  უფროსი  დაბრუნდა,  სასადილოდ  შევიდა,  დაინახა  მაგიდაზე  პელმენები,  გადათვალა,  მიირთვა  თავისი  წილი  და  წავიდა.  შემდეგ  დაბრუნდა  შუათანა,  გადათვალა  მაგიდაზე  პელმენები,  შეჭამა  მესამედი  ნაწილი,  რადგან  არ  იცოდა,  რომ  უფროსმა  ძმამ  უკვე  ისადილა  და  წავიდა.  ბოლოს  დაბრუნდა  უმცროსი  და  მანაც  პელმენების  მესამედი  მიირთვა.  ამის  შემდეგ  დარჩა  კიდევ  24  პელმენი.  როგორ  უნდა  გაინაწილონ  შვილებმა  დარჩენილი  პელმენები,  რომ  მათ  თანაბრად  შეხვდეთ?
 პასუხი:  უფროსმა-0,  შუათანამ-9,  უმცროსმა-15.

ამოცანა 14.  რა  ციფრით  ბოლოვდება  გამოსახულება   8977•3249+387387:819-851•243?
პასუხი: 3-ით.

ამოცანა 15.  რა  ციფრია  გამოტოვებული  მაგალითში  51:     – 12?
პასუხი: 1  ან  3.

ამოცანა 16. რა ციფრით ბოლოვდება გამოსახულება

                                  4891 • 4892 • 4893 • 4894 • 4895 ?
პასუხი: 0.

ამოცანა 17. განაგრძე მიმდევრობა:  2, 3, 5, 8, ...
პასუხი: 12, 17, 23, 30, 38, ...

ამოცანა 18. რა ციფრია გამოტოვებული შემდეგ ტოლობაში?
                         (483-15) • (869 -___ ) = 0 . 


პასუხი: 869.

ამოცანა 19. 2000 წელს 1 თებერვალი იყო სამშაბათს. კვირის რომელ დღეს იქნებოდა 2000 წლის 1 მარტი?

პასუხი: სამშაბათს.

ამოცანა 20. სასადილოში შესაძლებელია მხოლოდ ხუთი სახის კერძის შეკვეთა. რამდენი განსხვავებული სადილის შეკვეთა შეიძლება მხოლოდ ორი კერძით?
პასუხი: 20.

ამოცანა 21. 9 მონეტიდან ერთი ყალბია. ის შეხედულებით არ განსხვავდება ნამდვილისაგან, მაგრამ ნამდვილზე ოდნავ  მსუბუქია. გვაქვს თეფშებიანი სასწორი საწონების გარეშე. ორი აწონვით როგორ გავიგოთ, რომელი მონეტაა ყალბი?

პასუხი: მონეტები გავყოთ სამ ნაწილად, ჯერ შევადაროთ ორი მესამედი, მეორე აწონვით - მსუბუქი მესამედის  ორი მონეტა.


ამოცანა 22. რა ციფრით ბოლოვდება გამოსახულება

                                  7 • 8 • 7 • 8 • 7 • 8 ?
პასუხი: 6.

ამოცანა 23. 12 ლეკვიდან 8 არის დიდყურებიანი და 9 კბენია. რამდენია ამ ლეკვებიდან ერთდროულად დიდყურებიანიც და კბენიაც?
პასუხი: 5.

ამოცანა 24. ბავშვები დგანან წრეზე. მათ შორის არის ილიაც. ილიადან მარცხნიდან მეხუთე არის იგივე, ვინც მარჯვნიდან მეშვიდეა. რამდენი ბავშვი დგას წრეზე, თუ მათი რიცხვი 10-ზე ნაკლებია?
პასუხი: 4.

ამოცანა 25. ხუთმა მეგობარმა ერტმანეთს გაუცვალა ფოტოსურათები. რამდენი ფოტოსურათი იქნებოდა ამისათვის საჭირო?
პასუხი: 20.

ამოცანა 26. ერთ ჭიქა ჩაიში გახსნეს 10 გრამი შაქარი. მაკამ დალია ნახევარი ჭიქა ჩაი. რამდენი შაქარი მიირთვა მაკამ?
პასუხი: 5 გრამი.

ამოცანა 27. რა რიცხვია გამოტოვებული გამოსახულებაში
                              (483 - 23) : ____ - 5200 : 26 ?
პასუხი: 1 ან 2.

ამოცანა 28.  იპოვეთ გამოსახულების პასუხის ბოლო ორი ციფრი
                                  2538 + 4873 + 2965 + 8427 + 6461 ?
პასუხი: 65.

ამოცანა 29. რა რიცხვია გამოტოვებული შემდეგ ტოლობაში?
                             ( ____ - 254) • (585 + 2) = 0 .
პასუხი: 254.

ამოცანა 30. 10 მეგობარი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. სულ რამდენი ხელის ჩამორთმევა შესრულდა?
პასუხი: 10.

ამოცანა 31. სამი განსხვავებული ციფრის ნამრავლი მათივე ჯამის ტოლია. რა ციფრებია ისინი?
პასუხი: 1, 2, და 3.

ამოცანა 32. განაგრძე შემდეგი მიმდევრობა ორი რიცხვით:  2, 20, 40, 400, 800, ... .
პასუხი: 8000, 16000.

ამოცანა 33. საათი გამოსცემს იმდენ დარტყმით ხმას, რამდენი საათიც შესრულდება, ხოლო თითოეული საათის ნახევარზე გამოსცემს ერთ დარტყმით ხმას. რამდენ დარტყმით ხმას გამოსცემს საათი დღის პირველი საათიდან ღამის 12 საათამდე?
პასუხი: 89.

ამოცანა 34. კონცერტზე უნდა შესრულდეს გლინკას 4 განსხვავებული ნაწარმოები. რამდენი ხერხით შეიძლება დავალაგოთ მათი თანმიმდევრობა?
პასუხი: 24.

ამოცანა 35. 6-მა კატამ 6 წუთში 6 თაგვი შეჭამა. რამდენი კატა იქნება საჭირო 100 წუთში 100 თაგვის შესაჭმელად?
პასუხი: 6.

ამოცანა 36. კლასში ყველა მოსწავლე სწავლობს ან ინგლისურ ენას, ან ფრანგულ ენას, ან ორივეს ერთად. 17 სწავლობს ინგლისურს, 15 - ფრანგულს, ხოლო 8 მოსწავლე სწავლობს ორივე ენას. რამდენი მოსწავლეა კლასში?
პასუხი: 24.

ამოცანა 37. დედისა  და მისი ვაჟის წლოვანებათა ჯამი წელს  იმდენივეა, რამდენიც მამისა და ქალიშვილის. შენარჩუნდება თუ არა ეს თანაფარდობა მომავალი წლისათვის?
პასუხი: კი.

ამოცანა 38. ილია დგას წრეზე მეგობრებთან ერთად. მისგან მარცხნივ მესამე იგივეა, ვინც მისგან მარცხნიდან მეთერთმეტე. რამდენი ადამიანი დგას წრეზე?
პასუხი: 8 ან 4.

ამოცანა 39. მაღაზიამ მიიღო 1000 სახაზავი. მათგან ზოგიერთის სიგრძეა 20 სმ, ხოლო დანარჩენების - 30 სმ. სახაზავების საერთო სიგრძეა 220 მ. რამდენი20 სანტიმეტრიანი სახაზავი მიიღო მარაზიამ?
პასუხი: 800.

ამოცანა 40. პარასკევს მესამე კლასში უნდა ჩატარდეს 4 გაკვეთილი: ქართული ენა, მათემეტიკა, ხელოვნება და ბუნება. რამდენი ხერხით შეიძლება დალაგდეს ამ საგანთა თანმიმდევრობა?
პასუხი: 24.

ამოცანა 41. თუ 3 მეტრი სიგრძის თოკს დავახვევთ კოჭაზე, მივიღებთ 100 ხვიას. რამდენი ხვია მიიღება, თუ დავახვევთ ერთნახევარი მეტრი სიგრძის თოკს? 12 მეტრი სიგრძის თოკს?
პასუხი: 50 ხვია, 400 ხვია.

ამოცანა 42. ხუთშაბათს მესამე კლასში უნდა ცატარდეს 4 გაკვეთილი: ორი ქართულის, ერთი მატემატიკისა და ერთი ბუბების. რამდენი ხერხით შეგვიძლია დავალაგოთ ამ გაკვეთილთა თანმიმდევრობა?
პასუხი: 12.

ამოცანა 43. 50 გრამი შაქარი გახსნეს 1 ლიტრ წყალში.  რამდენი შაქარია ამ ნარევის 200 გრამში?
პასუხი: 10 გრამი.

ამოცანა 44. რა მასა შეგვიძლია ავწონოთ 1, 2, 4 და 8 გრამიანი გირებით, თუგირაბს დავაწყობთ მხოლოდ ერთ პინაზე?
პასუხი: ნებისმიერი 1-დან 15 გრამამდე.

ამოცანა 45. წიგნის ნუმერაციისათვის საჭიროა ზუსტად 100 ციფრის დაწერა. რამდენი გვერდია ამ წიგნში?
პასუხი: 55


 

IV  კლასი

V  კლასი

VI  კლასი

VII  კლასი

VIII  კლასი

IX  კლასი

X  კლასი

XI  კლასი

Комментариев нет:

Отправить комментарий