пятница, 25 апреля 2014 г.

სახალისო ამოცანები

 


1. ჯაჭვი

მჭედელს მოუტანეს ჯაჭვის ხუთი ნაწყვეტი, თითოეული ნაწყვეტი 3 რგოლიანი, და შეუკვეთეს ისინი შეეკავშირებია ერთ მთლიან ჯაჭვად. ვიდრე მუშაობას შეუდგებოდა, მჭედელი დაფიქრდა, თუ რამდენი რგოლის გახსნა და შემდეგ კვლავ შეკავშირება დასჭირდებადა მას ამისათვის. მისი აზრით, მას დასჭირდებოდა ოთხი რგოლის გახსნა და ისევ შეკავშირება.
   ხომ არ შეიძლება ამ მუშაობის შესრულება ისე, რომ რგოლების ნაკლები რიცხვი იქნას გახსნილი და ისევ შეკავშირებული?

2. ობობები და ხოჭოები

პიონერმა მოაგროვა კოლოფებში ობობები და ხოჭოებისულ 8 ცალი. რომ ვიანგარიშოთ, თუ რამდენი ფეხია სულ კოლოფში, აღმოჩნდება 54 ფეხი.
რამდენი ობობა და რამდენი ხოჭოა კოლოფში?

3. ლაბადა, ქუდი და კალოშები

ერთმა ვინმემ იყიდა ლაბადა, ქუდი და კალოშებისულ 140 მანეთად. ლაბადა 90 მანეთით მეტი ღირს ქუდზე, ქუდი და ლაბადა ერთად კი 120 მანეთით მეტი კალოშებზე. რა ღირს თითოეული ნივთი ცალ-ცალკე?


4. რამდენი ღირს ტარანი?

ერთნახევარი ტარანი ღირს თეთრნახევარი. რამდენი ეღირება 10 ტარანი?


5. რამდენ სოკოს იპოვნიან?

ტყეში ორნი წავიდნენ და ხუთი სოკო იპოვნეს. რამდენ სოკოს იპოვნიდნენ, ოთხნი რომ წასულიყვნენ?


6. რომელი უფრო ძვირია?

რომელი უფრო ძვირია: ერთი კილოგრამი 10 თეთრიანები თუ ნახევარი კილოგრამი 20 თეთრიანები?


7. რა ზომისაა კუთხე?

ხუთგრადუსიან კუთხეს ათვალიერებენ ლუპით, რომელიც ოთხმაგად ადიდებს.
რა სიდიდის გამოჩნდება კუთხე?


8. რომელი წელია?

XX საუკუნის რომელი წელია, რომ გადავაბრუნოთ თავდაყირა და არ შეიცვლება?


9. რომელი რიცხვებია?

რომელი ორი რიცხვია, რომლებიც ჯამში გვაძლევს 55 -ს, მაგრამ ერთი მათგანი მეტია მეორეზე 50-ით.


10. როგორ მივიღოთ ორი ათასი?

როგორ გავყოთ 1888 შუაზე ისე, რომ მივიღოთ ორი რიცხვი - თითო ათასის რაოდენობით.


11. შებრუნებული რიცხვები

რომელი რიცხვები არ იცვლება, როდესაც მას შევაბრუნებთ?

12. სადილად

ბიჭიკომ სადილად 40 ცალი ხინკალი მიირთვა, რომელთაგან თითოეული 50 გრამს იწონიდა. დათუჩამ კი სადილად 6 ქილა თაფლი შესანსლა, რომელთაგან თითოეული ნახევარ კილოგრამს იწონიდა. სადილობის შემდეგ რომელი უფრო ნაკლებ დამძიმდა, ბიჭიკო თუ დათუჩა?


13. წუნა და წრუწუნა

თაგვები, წუნა და წრუწუნა, გზაზე მიდიან. წუნა ეუბნება წრუწუნას: მე წამოვიღებ ხელჩანთას, თუ შენ ხელში აყვანილი წამიყვანო. ხელჩანთა იწონის 70 გრამს, წუნა კი - 300 გრამს. თუ წრუწუნა დათანხმდება, მაშინ რა ტვირთს წაიღებს წუნა და რა ტვირთს - წრუწუნა?



14. კიბის რემონტი

წრუწუნა არემონტებს კიბეს მეორე სართულზე. იმისათვის, რომ წუნა მასზე თავისუფლად ავიდეს, სიმაღლე თითოეულ საფეხურს უნდა ჰქონდეს 5 სმ.
რამდენი საფეხური აქვს კიბეს, თუ პირველი სართულის სიმაღლე 3 მეტრია?


15. რამდენი ვაგონია მატარებელში?

ბიჭიკო ქუთაისიდან საჩხერეში მიემგზავრება. თუ ავითვლით მატარებლის წინიდან, ბიჭიკო მეოთხე ვაგონში ზის. ხოლო, თუ ბოლოდან, ის მეექვსე ვაგონშია.  რამდენი ვაგონია ამ მატარებელში?



16. ლექსად დაწერილი წერილები

ცნობილ პოეტ გური გურიელს 14 შვილი ჰყავს, რომელთაც ყოველ ახალ წელსა და დაბადების დღეს წერილს წერს ლექსად.  რამდენ წერილს დაწერს პოეტი ერთ წელში?
შეიძლება თუ არა, წერილების რაოდენობა იყოს: ა) 30? ბ) 20?


17. „კამელიას“ რძე

ძროხა „კამელია“ დღეში 9 ლიტრ რძეს იძლევა. სახლში არის ორი 5 ლიტრიანი ჭურჭელი. ორი 10 ლიტრიანი ვედრო, ერთი 7 ლიტრიანი ბიდონი და ერთიც 3 ლიტრიანი ქილა.
რამდენი დღის შემდეგ შეივსება სახლში არსებული ყველა ჭურჭელი რძით, თუ საბა დღეში სვამს 3 ლიტრ რძეს, გიორგი - 1 ლიტრს, ხოლო ბაქარი საერთოდ არ სვამს რძეს?



18. შაორის ტბაზე

სიკო და ნიკო ბიჭიკოს ესტუმრნენ, რომელმაც სტუმრები შაორის ტბაზე წაიყვანა სათევზაოდ.  ბიჭიკომ დაიჭირა 10 თევზი, სიკომ ორჯერ მეტი, ხოლო, როცა ნიკომ დაიჭირა ერთი თევზი, ისე გაუხარდა, რომ თევზებიანი ვედრო მდინარეში გადაუშვა.
რამდენი თევზი მოიტანეს მათ სახლში?



19. ბანანების ქვეყანაში

ბანანის ქვეყნებში არის 3 ბანანიანი და 5 ბანანიანი მონეტები. ბანანის ბანკი სხვა სახის ფულს არ უშვებს. გამყიდველი ხურდას არ იძლევა. შეუძლია თუ არა მყიდველს იყიდოს საქონელი, რომელიც ღირს: ა) 6 ბანანი? ბ) 14 ბანანი? გ) 1 ბანანი?



20. ქოქოსის ქვეყანაში

ქოქოსის ქვეყანაში გამოუშვეს 3 ქოქოსიანი და 6 ქოქოსიანი მონეტები. შეიძლება თუ არა შევიძინოთ საქონელი, რომელიც ღირს: ა) 6 ქოქოსი? ბ) 15 ქოქოსი? გ) 7 ქოქოსი? დ) 1 ქოქოსი?


21. იყიდეთ ფორთოხალი

2 ანანასში იძლევიან 6 ლიმონს ან 12 ფორთოხალს. რამდენ ფორთოხალს იძლევიან 1 ლიმონში?


22. საჰაერო ბურთები

ბიჭიკომ ხელში აიღო 20 საჰაერო ბურთი და ჰაერში გაფრინდა. ის იწონის 50 კილოგრამს. თითოეულ საჰაერო ბურთს ჰაერში ააქვს 3 კგ. ტვირთი. რამდენი საჰაერო ბურთი უნდა გაუშვას ხელიდან ბიჭიკომ, რომ დაშვება დაიწყოს?


23. ბაყაყები

დედა ბაყაყი და შვილი ბაყაყი მეგობრულად ცხოვრობენ. როდესაც მოშივდებათ, ისინი ქვაზე სხდებიან და რიგრიგობით იჭერენ კოღოებს. ჯერ იჭერს დედა, შემდეგ - შვილი და ა. შ. ამ რიგით აგრძელებენ. რომელი უფრო მეტ კოღოს გადასანსლავს, დედა თუ შვილი?


24. ყურცქვიტა და ნაცარა

ყურცქვიტამ და ნაცარამ მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრებაში, კერძოდ, გრძელ დისტანციაზე რბენაში. როდესაც ისინი დაბრუნდნენ, მწვრთნელი შეეკითხათ, რომელმა გაიმარჯვეთო? ნაცარამ უპასუხა: „მე მივირბინე მეორემ, ხოლო, ყურცქვიტამ - ბოლოს წინ“. რომელმა მიირბინა ადრე, ნაცარამ თუ ყურცქვიტამ, თუ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: ა) 10 კურდღელი; ბ) 4 კურდღელი; გ) მარტო ყურცქვიტა და ნაცარა?


25. რამდენს წაიყვანს ზოოპარკში?

ბიჭიკოს ზოოპარკში შეუძლია წაიყვანოს სამი მოზრდილი, ან ექვსი ბავშვი. მეტის წაყვანა მას არ ეხერხება. ბიჭიკოსთან მივიდნენ: მამა, დედა და ორი ბავშვი. შეუძლია თუ არა ბიჭიკოს ისინი ერთდროულად წაიყვანოს ზოოპარკში?


26. დაეხმარეთ ველოსიპედისტებს

დეიდა მაია და მისი შვილი ველოსიპედებით აგარაკზე წავიდნენ. მაიას ველოსიპედს დიდი ბორბლები აქვს, შვილისას - უფრო პატარა. აგარაკზე მისვლისას ისინი შეკამათდნენ, თუ რომლის ველოსიპედის ბორბლები გააკეთებდა მეტ ბრუნს და რომელი გაივლიდა მეტ გზას. თქვენ როგორ ფიქრობთ?


27. რამდენი ფეხსაცმელი აქვს 15 კურდღელს?

რამდენი ფეხსაცმელი აქვს 15 კურდღელს, თუ ნაბიას აქვს 2 წყვილი, ნაცარას მხოლოდ მარცხენა, ხოლო დანარჩენებს - თითო-თითო წყვილი?


28. ბათურას ტრაქტორი

ბათურას ტრაქტორი რომ ჩავიდეს ქალაქში, ამისათვის მას ესაჭიროება 5 კგ. მოხარშული კარტოფილი. რამდენი კილოგრამი კარტოფილი დაჭირდება ბათურას ტრაქტორს, რომ ჩავიდეს ქალაქში და დაბრუნდეს უკან, მთელი ერთი კვირის განმავლობაში?


29. კარნავალი კვაჭისთან

კვაჭი კვაჭანტირაძემ კარნავალი მოაწყო. მან ოთახში ისე მოათავსა სარკე, რომ თითოეული სტუმარი თავის თავსაც უყურებდა და სხვებსაც. თანაც ფიქრობდა, ეს წარმოსახვითი კი არ არის, არამედ ცოცხალი ხალხიაო. რამდენი კაცი იყო ოთახში, თუ თითოეული მათგანი ხედავდა 15 კაცს?


30. ცელქი მაიმუნები

დედა მაიმუნმა თავის 7 ცელქ შვილს ხელთათმანები ჩააცვა ხელებზეც და ფეხებზეც. მათგან ხელთათმანები ყველამ გახია უფროსისა და უმცროსის გარდა. უმცროსმა გახია მხოლოდ ერთი ცალი. რამდენი ხელთათმანი აქვს შესაკეთებელი დედა მაიმუნს?



31. ბოლოქანქარა - ნიანგის კბილების მკურნალი

ნიანგს კბილი ასტკივდა, რომლის სამკურნალოდაც ექიმი ჩიტი, ბოლოქანქარა მოიწვიეს.
ზედა ნაწილში ექიმმა 7 კბილს უმკურნალა, დანარჩენი 15 ჯანმრთელი აღმოჩნდა.
ქვედა ნაწილში იმდენი კბილი იყო, რამდენიც ზედა ნაწილში. ექიმმა შეაკეთა ქვედა ყბაზე არსებული კბილების ნახევარი.  რა თანხა აუღია ექიმ ბოლოქანქარას სულ, თუ ნიანგმა ერთი კბილის შეკეთებაში მას 5 ლარი გადაუხადა?


32. ნიანგების „ხიდი“ მაიმუნებისათვის

მაიმუნებს ცურვა არ უყვართ, ამიტომ ხშირად მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად ისინი დახმარებას ნიანგებს სთხოვენ. ნიანგები ხიდს ასე აკეთებენ: ერთი ნიანგი კბილებით იჭერს მეორე ნიანგის კუდს, მეორე მესამისას და ა. შ. ვიდრე არ გასწვდებიან ერთი ნაპირიდან მეორემდე. რამდენი ნიანგი იყო სულ, თუ გაკეთდა 37 მეტრის სიგრძის „ხიდი“ (თუ თითოეული ნიანგის სიგრძე 4 მეტრია)?


33. ამწე და სპილო

სამუშაოს შესრულების დროს მწყობრიდან გამოვიდა ამწე, რომელსაც 400 კგ. ტვირთი უნდა აეწია. ამ სამუშაოს შესრულება შესთავაზეს სპილოს. შეუძლია თუ არა სპილოს ამ სამუშაოს შესრულება, თუ ერთ აწევაზე იღებს 6 შეკვრა 70 კილოგრამიან ტვირთს?



34. ვაშლი - აფრიკაში

აფრიკაში ანანასი 4-ჯერ იაფია, ვიდრე ვაშლი. რამდენი ვაშლი უნდა გავაგზავნოთ აფრიკაში, რომ თითოეულ მოსწავლეს შეხვდეს თითო ანანასი (გავითვალისწინოთ, რომ კლასში 32 მოსწავლეა) ?



35.  პელმენები

დედამ  თავის  სამ  შვილს  სადილად  სასადილი  ოთახის  მაგიდაზე  პელმენები დაახვედრა,  რათა  მათ  ისინი  სკოლიდან  დაბრუნების  შემდეგ  მიერთვათ.  როდესაც უფროსი  დაბრუნდა,  სასადილოდ  შევიდა,  დაინახა  მაგიდაზე  პელმენები, გადათვალა,  მიირთვა  თავისი  წილი  და  წავიდა.  შემდეგ  დაბრუნდა  შუათანა, გადათვალა  მაგიდაზე  პელმენები,  შეჭამა  მესამედი  ნაწილი,  რადგან  არ  იცოდა,  რომ უფროსმა  ძმამ  უკვე  ისადილა  და  წავიდა.  ბოლოს  დაბრუნდა  უმცროსი  და  მანაც პელმენების  მესამედი  მიირთვა.  ამის  შემდეგ  დარჩა  კიდევ  24  პელმენი.  როგორ უნდა  გაინაწილონ  შვილებმა  დარჩენილი  პელმენები,  რომ  მათ  თანაბრად  შეხვდეთ?








Комментариев нет:

Отправить комментарий